01 ოქტომბერი 2024,   15:28
ვრცლად
ამ შეფერხებამ გააჩინა გარკვეული კითხვები - სამართლიანი არჩევნები ცესკოს დაგვიანებულ წინასწარ შედეგებზე

სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელმა დირექტორმა საარჩევნო უბნებზე შექმნილი ვითარება შეაფასა.

მან ასევე დაადასტურა ზუგდიდის 79-ე უბანზე მომხდარი ინციდენტი. მისი ინფორმაციით, ხმის დათვლის პროცესის მიმდინარეობისას დაახლოებით 10 პირი შევარდა და დაარბიეს უბანი. ასევე დამკვირვებელს მიაყენეს შეურაცხყოფა.

მიხეილ ბენიძის თქმით, ასევე პრობლემა იყო ზუგდიდის 78-ე უბანზე. ორგანიზაციის ინფორმაციით, თავდასხმა მოხდა საერთაშორისო დამკვირვებლებზეც.

ბენიძემ ასევე ქუთაისში შექმნილ ვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვითარების დაძაბვა ხდება ზუგდიდის სხვა რაიონებშიც.

"ძალიან მნიშვნელოვანია სამართალდამცავთა მობილიზება უბნების მიმდებარედ, სადაც დაძაბული ვითარებაა, რათა არ დადგეს ხმის დათვლის პროცესი საფრთხის ქვეშ," - აღნიშნა ბენიძემ. 

სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელმა დირექტორმა ცესკოს მონაცემების დაგვიანებით გამოცხადების შესახებაც გააკეთა კომენტარი.

„ცესკომ მითუმეტეს ამ შექმნილ ფონზე აუცილებლად პროაქტიულად უნდა გამოაქვეყნოს უკვე დათვლილი ინფორმაცია. ამ შეფერხებამ გააჩინა გარკვეული კითხვები. ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია საარჩევნო ადმინისტრაცია აქვეყნებდეს წინასწარ შედეგებს და დაჯამებულ ინფორმაციას,“ - აცხადებს ბენიძე.

დღის ამბები