01 ოქტომბერი 2024,   15:38
ვრცლად
ქუთაისში, 90-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ თავდასხმას იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობდა - ადგილობრივი მედია

ქუთაისში, 90-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ თავდასხმაში მონაწილე პირები იდენტიფიცირებულია ადგილობრივი მედიის მიერ. მომხდართან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გაავრცელა KutaisiToday-მ.

ონლაინ გამოცემის ინფორმაციით, რამდენიმე ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ დავალებას ხელმძღვანელობდა იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე, გიორგი ჭიღვარია, რომელიც ამავე დროს ქართული ოცნების შტაბიის უფროსია.

კურიერი მას დაუკავშირდა. სატელეფონო საუბარში გიორგი ჭიღვარია აცხადებს, რომ ის ინციდენტში არ მონაწილეობდა. ის ადასტურებს, რომ ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა, მხოლოდ სიტუციის გასანეიტრალებლად. ჭიღვარია აცხადებს, რომ სამართალდამცველები მას არ დაკავშირებიან, თუმცა თანამშრომლობაზე უარს არ ამბობს.

ინტერნეტგამოცემის ინფორმაციით, ინციდენტში ასევე მონაწილეობდა საკრებულოს საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი, ლევან გოგელაშვილი. მათთან ერთად ახალგაზრდების დაპირისპირებას ხელმძღვანელობდა კახაბერ აბზიანიძე, გოჩა ავალიანი, გიორგი სვანიძე და გია ჯინჭარაძე.

გამოცემა ძალოვანი უწყებაზე დაყრდონბით წერს, რომ ქუთაისში, სულხან-საბას გამზირზე განთავსებული 90-ე საარჩევნო უბნიდან, დაახლოებით, 100 მეტრის დაშორებით, ერთმანეთს ორი პარტიის მხარდამჭერები და აქტივისტები დაუპირისპირდნენ, რა დროსაც დაზიანდა რამდენიმე ტელეკომპანიის კუთვნილი აპარატურა.

 

დღის ამბები