07 ოქტომბერი 2024,   16:33
ვრცლად
ლიტვაში საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტია ლიდერობს

ლიტვაში საპარლამენტო არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგების მიხედვით ოპოზიციური პარტია იმარჯვებს.

უკვე დათვლილია საარჩევნო უბნების 90 პროცენტი, რომლის მიხედვითაც, პარტია გლეხთა და მწვანეთა კავშირი იმარჯვებს 22,3 პროცენტით.

სოციალ დემოკრატებს კი 14,7 პროცენტი აქვთ და კონსერვატორების შემდეგ, მესამე ადგილზე არიან. ამ შედეგების მიხედვით, ლიტვაში ახალი მთავრობის ფორმირება მოხდება, რომელსაც გამარჯვებული პარტიის ლიდერი გაბრიელიუს ლადსბერგისი ჩაუდგება სათავეში.

34 წლის ლანდსბერგისი ლიტვის პირველი პრეზიდენტის შვილიშვილია და ის ყველაზე ახალგაზრდა პრემიერმინისტრი იქნება ევროკავშირში.

დღის ამბები