07 ოქტომბერი 2024,   16:29
ვრცლად
შეერთებულ შტატებში ქალაქ პალმ სფრინგის პოლიციამ შეიარაღებული მამაკაცი დააკავა

ერთ საათიანი ალყის შემდეგ, შეერთებულ შტატებში ქალაქ პალმ სფრინგის პოლიციამ შეიარაღებული მამაკაცი დააკავა, რომელმაც 2 პოლიციელი მოკლა.

სამართალდამცველების ოთხკაციანი ჯგუფი ერთ-ერთ გამოძახებაზე მივიდა, სადაც 26 წლის შეიარაღებული ჯონ ფელიქსი დახვდათ. მან პოლიციელების მისამართით ისროლა.

სპეცოპერაციის დროს თავად ეჭვმიტანილიც დაიჭრა, თუმც მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მას ბრალს ხვალ წაუყენებენ.

დღის ამბები