07 ოქტომბერი 2024,   16:28
ვრცლად
გერმანიის პოლიციამ ქალაქ ხემნიცში დაგეგმილი ტერაქტის ორგანიზატორი დააკავა

გერმანიის პოლიციამ ქალაქ ხემნიცში დაგეგმილი ტერაქტის ორგანიზატორი დააკავა. 22 წლის სირიელ დევნილს, ჯაბელ ალ ბაქრას სამართალდამცველები ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ. ის ლაიფციგში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს.

დაგეგმილი თავდასხმის აღკვეთის შესახებ პოლიციამ 8 ოქტომბერს განაცხადა და რამდენიმე ეჭვმიტანილიც დააკავა, თუმცა მთავარი ძებნილის კვალს ვერ მიაგნეს.

ჯაბელ ალ ბაქრას საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ასაფეთქებელი მოწყობილობაც აღმოაჩინეს. ის იმავე ტიპის იყო, რომელიც პარიზისა და ბრიუსელის ტერაქტების დროს გამოიყენეს.

გერმანული მედია თავდასხმის ერთ-ერთ სამიზნედ ბერლინის აეროპორტს ასახელებდა.

 

დღის ამბები