07 ოქტომბერი 2024,   16:28
ვრცლად
ანკარაში ტერაქტის წლისთავისადმი მიძღვნილი აქცია სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზით დაშალეს

ანკარაში ტერაქტის წლისთავისადმი მიძღვნილი აქცია სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზით დაშალეს. ასობით ადამიანმა სცადა ქალაქის რკინიგზის სადუართან შეკრება, სადაც შარშან დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს ორმა მებრძოლმა თავი აიფეთქა. ამ ტერაქტის შედეგად 107 ადამიანი დაიღუპა. 500-ზე მეტი კი დაშავდა.

აქციაში სწორედ დაღუპულთა ოჯახის წევრები და ნათესავები მონაწილეობდნენ. პოლიციელებთან დაპირისპირების შემდეგ მათ ნაწილს ტერაქტის ადგილზე მისვლის უფლება მისცეს. სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობის შემდეგ თურქეთში კვლავ საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და აქციების ჩატარება იკრძალება.

 

დღის ამბები