07 ოქტომბერი 2024,   16:30
ვრცლად
Samsung-მა სმარტფონ Galaxy Note 7-ის წარმოება დროებით შეწყვიტა

Samsung-მა სმარტფონ Galaxy Note 7-ის წარმოება შეწყვიტა. გადაწყვეტილება კომპანიაში მას შემდეგ მიიღეს, რაც გამოცვლილ აპარატებსაც პრობლემები აღმოაჩნდა. კერძოდ, დარეკვის დროს ტელეფონების ბატარეები ზედმეტად ხურდება და კვამლსაც უშვებს.

სწორედ ამ ახალი ბრალდებების შემდეგ გადაწყვიტეს სამხრეთ კორეულ კომპანიაში Galaxy Note 7-ის წარმოების დროებით შეწყვეტა. კომპანიამ 2 მილიონზე მეტი სმარტფონი უკან პირველად სექტემბერში გაიწვია და ისინი ახალი აპარატებით ჩაანაცვლა, რომლებიც, Samsung-ის მტკიცებით, უსაფრთხო იყო.

დღეს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, Samsung-ის აქციების ფასი პროცენტ ნახევრით დაეცა.

დღის ამბები