07 ოქტომბერი 2024,   16:31
ვრცლად
სტოკჰოლმში ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები დაასახელეს

სტოკჰოლმში ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები დაასახელეს. კონტრაქტების თეორიაში შეტანილი წვლილისთვის წელს ჯილდოს ორი ეკონომისტი მიიღებს: ბრიტანელი ოლივერ ჰარტი და ფინელი ბენგტ ჰოლმ-სტრომი.

შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიის შეფასებით, ჰარტმა და ჰოლმ-სტრომმა საკუთარი ნაშრომებით ინტელექტუალური საფუძველი ჩაუყარეს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა გაკოტრების შესახებ კანონმდებლობა და პოლიტიკური კონსტიტუცია.

ლაურეატებს ნობელის კომიტეტისგან ჯილდოს სახით 8 მილიონ შვედურ კრონს გადასცემენ. დაჯილდოების ცერემონია დეკემბერში გაიმართება.

დღის ამბები