07 ოქტომბერი 2024,   16:28
ვრცლად
ვლადიმერ პუტინმა და რეჯებ ტაიპ ერდოღანმა ხელი ახალი გაზსადენის მშენებლობის დაწყებას მოაწერეს

მორიგი შეთანხმება რუსეთ-თურქეთს შორის ურთიერთობების დათბობის შემდეგ. სტამბულში ვლადიმერ პუტინმა და რეჯებ ტაიპ ერდოღანმა ხელი ამჯერად, ახალი გაზსადენის მშენებლობის დაწყებას მოაწერეს. თურქ-სტრიმის სახელით ცნობილი პროექტი შავი ზღვის ქვეშ გაივლის და 15 მილიარდ კუბამეტრ მოცულობამდე გაზს ევროპაში გადაქაჩავს.

როგორც ექსპერტები ამბობენ, ამით დასავლეთში რუსეთი თავის ენერგეტიკულ გავლენას გაიმყარებს.

რუს კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, რეჯებ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ გაზსადენის მშენებლობა და სხვა ენერგო პროექტები, სწრაფ ტემპში დაიწყება, რადგან ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზება მოხდა.

დღის ამბები