01 ოქტომბერი 2024,   15:24
ვრცლად
ავარია თუშეთის გზაზე - დაიღუპნენ 5 და 10 წლის ბავშვები

წუხელ მომხდარი ავტოავარიის შედეგად თუშეთის გზაზე ე.წ. თორღვას აბანოს მიმდებარე ტერიტორიაზე 5 და 10 წლის ბავშვები დაიღუპნენ.

ტურისტები, რომლებიც საქართველოში ისრაელიდან ჩამოვიდნენ, თუშეთიდან უკან ბრუნდებოდნენ, რა დროსაც სამგზავრო მანქანა, დაახლოებით, 60 მეტრის სიმაღლიდან ხრამში გავარდა. დაშავდა 2 მოზარდი და მათი მშობლები. ისინი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს.

ექიმების თქმით, ბავშვების და 38 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ხოლო ქალბატონს ქირურგიული ოპერაცია ესაჭიროება.

თელავში იმყოფება ისრაელის ელჩი. ის საკუთარი ქვეყნის დაშავებულ მოქალაქეებს მოინახულებს.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა და კახეთის პოლიციის თანამშრომლებმა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ღრმა ხევში გადავარდნილი ავტომანქანის 4 მგზავრი გადაარჩინეს.

 

 

დღის ამბები