01 ოქტომბერი 2024,   15:24
ვრცლად
რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ცენტრი სახელმწიფო მართვაში გადადის

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გარანტიების დეპარტამენტის დირექტორს ევროპასა და ცენტრალურ აზიაში შეხვდა.

გიგლა აგულაშვილმა რადიოაქტიური ნარჩენების მართვის დეპარტამენტის შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელსაც სამართავად რადიოაქტიური ნარჩენების საცავი გადაეცა, სადაც საქართველოში არსებული ბირთვული მასალის უმეტესი რაოდენობა ინახება.

ამ ობიექტების გადასვლა სახელმწიფო მართვაში მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ბირთვული მასალის აღრიცხვიანობასა და კონტროლის საკითხებს.





დღის ამბები