07 ოქტომბერი 2024,   16:29
ვრცლად
რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტების შეხვედრა ჩაიშალა

ვლადიმერ პუტინმა საფრანგეთში გამგზავრება გადაიფიქრა. რუსეთის ლიდერი პარიზში ჩასვლას 19 ოქტომბერს აპირებდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ფრანსუა ოლანდი რუს კოლეგასთან მხოლოდ სირიის საკითხზე სასაუბროდ გეგმავდა შეხვედრას, პუტინმა ვიზიტი გადადო.

რუსეთის პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ფრანსუა ოლანდის განცხადება.

საფრანგეთის პრეზიდენტმა არ გამორიცხა, რომ სირიის ქალაქ ალეპოს დაბომბვის გამო, რუსეთს სამხედრო დანაშაულის ბრალი წარედგინოს.

დღის ამბები