01 ოქტომბერი 2024,   15:40
ვრცლად
დიდგორისა და თელოვანის გაზიფიცირება დასრულდა - მოსახლეობა გზის და სასმელი წყლის პრობლემებზე საუბრობენ

თბილისს შემოერთებული სოფლების დიდგორისა და თელოვანის გაზიფიცირება დასრულდა. პროექტი სოფლებში დაახლოებით 3 თვის წინ დაიწყო და მასზე 500 ათასი ლარი დაიხარჯა.

დიდგორისა და თელოვანის მოსახლეობის თქმით, მათ სოფლებში პრობლემურია სასმელი წყალი და გზაც. დედაქალაქის მერისა და რაიონის გამგებლის განმარტებით, ამ პრობლემების მოსაგვარებლად დიდი თანხაა საჭირო და ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული.

„ სასოფლო ტიპის დასახლებაა, ამიტომაც აქ ბევრი დაგროვებული პრობლემა. არის გზასთან და წყალთან დაკავშირებული საკითხები, რასაც მოსახლეობა ითხოვს. ჯერჯერობით კონკრეტული გეგმა ამასთან დაკავშირებით არ არის, თუმცა მომავალში ვიმუშავებთ,“ - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე ამბობს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში იგეგმება, სოფლებში თელოვანსა და დიდგორში წყლის პროექტების განხორციელება.

დღის ამბები