01 ოქტომბერი 2024,   15:31
ვრცლად
ანდრო ერაძის პირველი ფოტოგამოფენა

ანდრო ერაძის პირველი ფოტოგამოფენა - ხელოვანმა ნამუშევრების წარმოსადგენად უჩვეულო სივრცე შეარჩია. ექსპოზიციის თემა მისთვის მეორე ხარისხოვანია, რადგანაც ამ გამოფენით ფოტოგრაფიის შესაძლებლობების წარმოჩენა სურს.

საექსპოზიციო სივრცე კი მაღაზია ქაოსია. ფოტოგრაფმა სერია Firework-ის გამოსაფენად ადგილი კედლების ფერის გამო შეარჩია. საკუთარი ნამუშევრების წარმოჩენა კი განსხვავებული სტილიც სცადა.

ანდრო ერაძე წელს წინანდლის პრემიის ლაურეატი გახდა. როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ, მას სხვადასხვა გამოფენასა და კონკურსში აქვს მონაწილეობა მიღებული. ფოტოგრაფის პერსონალური გამოფენა კი დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

 

 

ავტორი: ანუკა ელიზბარაშვილი 

 

დღის ამბები