01 ოქტომბერი 2024,   15:23
ვრცლად
ქართველი გოგონა, რომელმაც გაეროში ქვეყნების დელეგატების და ქართველი ინტერნეტმომხმარებლების აღტაცება დაიმსახურა 

ვინ არის გოგონა, რომელმაც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სხვადასხვა ქვეყნის დელეგატების დიდი სიმპათია და ქართველი ინტერნეტმომხმარებლების აღტაცება დაიმსახურა - გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, 24 წლის თათია დოლიძემ, საკუთრი სიტყვის დიდი ნაწილი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდების პრობლემებს დაუთმო.

გაეროში საქართველოს ახალგაზრდების წარმომადგენლის სიტყვით გამოსვლა ერთერთ ყველაზე ხშირად გაზიარებულ ვიდეოებს შორის მოხვდა.

5-წუთიანი გამოსვლის შემდეგ, თათია დოლიძეს აცნობეს, რომ მისი მწვავე გამოსვლის საპასუხოდ რუსეთის დელეგატი საპასუხო სიტყვას ამზადებდა.

თათია დოლიძე პან გი მუნს შეხვდება. ნიუ იორკში დაგეგმილი შეხვედრების შემდეგ კი აქტიურ მოღვაწეობას ისევ საქართველოში გეგმავს.

 

 

ავტორი: სალომე ბენაშვილი 

დღის ამბები