01 ოქტომბერი 2024,   15:31
ვრცლად
კულტურული, სპორტული და გასართობი აქტივობები - თბილისობა 15 - 16 ოქტომბერს გაიმართება

წელს თბილისობა 15 - 16 ოქტომბერს გაიმართება. ძირითადი ეპიცენტრი კვლავ რიყე იქნება, თუმცა ღონისძიებები დაგეგმილია ასევე ლეღვთახევსა და ახალი თბილისის ტერიტორიაზე.

შაბათ-კვირას გაიმართება კულტურული, სპორტული, გასართობი და კულინარიული აქტივობები.

დაგეგმილია ქართული ღვინისა და პროდუქციის დეგუსტაცია, ტრადიციულად დაჯილდოვდებიან თბილისის საპატიო მოქალაქეები.

დაგეგმილია სხვადასხვა ჯგუფის კონცერტები, თბილისობის ღონისძიებას მეიდანზე გალა კონცერტი - ჩემო თბილის ქალაქო დაასრულებს.

„გაიმარტება ღონისძიებები სხვადასხვა შინაარსის, როგორც კულტურული, ისე გასართობი პროგრამები, ასევე  იქნება კულინარიული ნაწილი. ლეღვთახევში გვაქვს მე-19 საუკუნის თბილისის გაცოცხლება,"-განაცხადა თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა ია მაქაცარიამ.

დღის ამბები