07 ოქტომბერი 2024,   16:35
ვრცლად
თავდასხმა შიიტურ მეჩეთზე ქაბულში - 14 გარდაცვლილი და ათეულობით დაჭრილი

ქაბულში შიიტურ მეჩეთზე თავდასხმას 14 ადამიანი ემსხვერპლა. შეიარაღებულმა მამაკაცმა, რომელსაც პოლიციელის ფორმა ეცვა, ტაძრის შესასვლელთან ლოცვის დროს გახსნა ცეცხლი. სროლას აფეთქებაც მოჰყვა. ადგილზე 14 ადამიანი დაიღუპა.

მძიმედ დაიჭრა 40-ზე მეტი მოქალაქე. ქაბულში სახის მეჩეთი ყველაზე დიდი შიიტური სალოცავია, თავდასხმა კი მუსლიმთა დღესასწაულის აშურას დაწყებას დაემთხვა.

დღის ამბები