07 ოქტომბერი 2024,   16:35
ვრცლად
რუსეთის ავიაციამ ალეპოზე მასშტაბური იერიშები განაახლა - 25 დაღუპულს შორის ბავშვებიც არიან

რუსეთის ავიაციამ ალეპოზე მასშტაბური იერიშები განაახლა. თვითმხილველების ცნობით, რუსულმა თვითმფრინავებმა ამბოხებულების მიერ კონტროლირებად რაიონებში ე.წ. ბუნკერსაწინააღმდეგო ჭურვები ჩამოყარეს, შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვებიც.

პარალელურად, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოფიციალური მოსკოვი კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ალეპოში გაეროს ჰუმანიტარული კოლონის დაბომბვაში. პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ რუსეთს მსოფლიოსგან მოკვეთა ემუქრება და მოსახლეობას ლონდონში, რუსეთის საელჩოსთან საპროტესტო აქციების გამართვისკენ მოუწოდა. ჯონსონის ბრალდებებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში "რუსოფობიული ისტერია" უწოდეს.

დღის ამბები