09 ოქტომბერი 2024,   20:24
ვრცლად
საშვილოსნოს გადანერგვის შედეგად პირველი ბავშვი გაჩნდა

საშვილოსნოს გადანერგვის შედეგად მსოფლიოში პირველი ბავშვი შვედეთში გაჩნდა. ბავშვის წონა 1.8 კილოგრამია. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ახალშობილის დედა 36 წლისაა. ის საშვილოსნოს გარეშე დაიბადა და ამიტომ გახდა საჭირო იმპლანტაცია. საშვილოსნოს დონორი 61 წლის ოჯახის მეგობარია, რომელსაც მენოპაუზა 7 წლის წინ ჰქონდა.

გოტენბურგის უნივერსიტეტის ექიმებმა ხელოვნური განაყოფიერების შედეგად წყვილის 11 ემბრიონი გაყინეს. დედას კი საშვილოსნო გადაუნერგეს. გადანერგვიდან ერთი წლის შემდეგ ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ ყველაფერი მზად იყო ერთ-ერთი გაყინული ემბრიონის საშვილოსნოში მოსათავსებლად.

ბავშვი ნაადრევად, 32 კვირის ორსულობის შემდეგ დაიბადა. ექიმების თქმით, ბავშვის და დედის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დღის ამბები