01 ოქტომბერი 2024,   15:35
ვრცლად
კუს ტბის განახლებული საბაგირო გზა გაიხსნა

კუს ტბის განახლებული საბაგირო გზა გაიხსნა. ჭავჭავაძის გამზირიდან კუს ტბაზე მოხვედრა დღეიდან 6 წუთში იქნება შესაძლებელი.

პროექტის ფარგლებში განახლდა მოძველებული ინფრასტრუქტურა, გარემონტდა და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით აღიჭურვა ორივე სადგური.

გონდოლები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ველოსპორტის მოყვარულებისთვის კი გონდოლებზე სპეციალური ველოსაკიდები დამონტაჟდა. პროექტის საერთო ღირებულება 1 100 000 ლარია.

დღის ამბები