07 ოქტომბერი 2024,   16:28
ვრცლად
ქალების მიმართ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო ობამამ ტრამპი გააკრიტიკა

ქალების მიმართ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო ბარაკ ობამამ დონალდ ტრამპი მკაცრად გააკრიტიკა. ამის შესახებ შეერთებული შტატების ლიდერმა ჩრდილოეთ კაროლინაში, ჰილარი კლინტონის მხარდასაჭერად გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

ბარაკ ობამას თქმით, არ არის საჭირო იყო მეუღლე ან მამა, რომ ტრამპის განცხადებები სათანადოდ შეაფასო. პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა რესპუბლიკური პარტიის წევრებს, ოფიციალურად თქვან უარი მათი კანდიდატის მხარდაჭერაზე.

ამომრჩეველთან შეხვედრის დროს ბარაკ ობამას სიტყვა ჰილარი კლინტონის მოწინააღმდეგეებმა რამდენჯერმე შეაწყვეტინეს.

 

დღის ამბები