07 ოქტომბერი 2024,   16:35
ვრცლად
"სოთბის აუქციონზე" ლურჯი ბრილიანტი გამოფინეს - მისი საწყისი ფასი 15-დან 26 მილიონ დოლარამდეა

ლონდონის სოთბის აუქციონზე უიშვიათესი ლურჯი ბრილიანტი გამოფინეს. 8 კარატიან ალმასის ბეჭედს გასაყიდად ნოემბერში გაიტანენ. მისი საწყისი ფასი 15-დან 26 მილიონ დოლარამდეა.

ეს არის სიდიდით მეორე ძვირფასი ქვა, რომელსაც ბოლო 1 წლის განმავლობაში გაყიდიან. შარშან 12 კარატიან ლურჯ ბრილიანტში 48 მილიონი დოლარი გადაიხადეს.

ვაჭრობაზე, რომელიც ჟენევაში გაიმართება, ორი ისტორიული ლოტიც იქნება. ესენია რუსეთის იმპერატორის, პეტრე პირველისა და მისი მეუღლის, ეკატერინე პირველის სამკაულები, რომელიც მათ სულთან აჰმედ მესამეს აჩუქეს. 

დღის ამბები