01 ოქტომბერი 2024,   15:20
ვრცლად
სოციალურად დაუცველები თბილისის მერიისგან საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას მოითხოვენ

სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებიც გვიან ღამით მუნიციპალური თავშესაფრის შენობაში შეიჭრნენ, მერიის წარმომადგენელს შეხვდნენ.

ისინი თბილისი მერიისგან საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას მოითხოვენ. 

სოციალური სამსახურის უფროსმა შეკრებილებს შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა მოსთხოვა, რის შემდეგაც მისი თქმით, შესახლების საკითხს სპეციალური კომისია შეისწავლის.

„ეს კორპუსი არის ერთ-ერთი ის კორპუსი, რომელიც გამიზნულია სწორედ სოციალური საცხოვრისისთვის, თუმცა ამ კორპუსში ადამიანების შეყვანა ექვემდებარება გარკვეულ წესს. ყველა ის ადამიანი, რომელიც თვლის, რომ სჭირდება უსახლკაროს სტატუსი, მომართავს მერიის შესაბამის კომისიას, რომელშიც ყველა უწყების წარმომადგენელია და გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ, მათ ან ენიჭებათ ეს სტატუსი, ან არა,“ - განაცხადა თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა, გელა ჩიავიაშვილმა.

დღის ამბები