01 ოქტომბერი 2024,   15:26
ვრცლად
ბენ აფლეკის მონაწილეობით, მსოფლიო კინოეკრანებზე ახალი თრილერი გამოდის

ბენ აფლეკის მონაწილეობით, მსოფლიო კინოეკრანებზე ახალი თრილერი გამოდის. ცნობილი სუპერ გმირების განსახიერების შემდეგ, მსახიობმა გენიოსი მათემატიკოსის როლი მოირგო.

ბენ აფლეკის გმირი გენიოსი მათემატიკოსია, რომელიც ყველაზე საშიში კრიმინალური სინდიკატებისთვის ე.წ. შავ ბუღალტერიას აწარმოებს და საკმაოდ მაღალ ანაზღაურებასაც იღებს.

ბუღალტერი-სუპერგმირის ისტორია უკვე შეაფასეს ლოს ანჯელესში გამართულ პრემიერაზე. მსოფლიო კინოეკრანებზე კი ბენ აფლეკის ახალი ნამუშევარი 14 ოქტომბრიდან გამოვა.

ავტორი: თეა თეთრაშვილი 

დღის ამბები