07 ოქტომბერი 2024,   16:30
ვრცლად
ამერიკა და რუსეთი სირიაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე შეთანხმებას შეეცდებიან

სირიაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე შეთანხმებას შეერთებული შტატები და რუსეთი კიდევ ერთხელ შეეცდებიან.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრა შაბათს, ლოზანაში გაიმართება და მას ჯონ კერისა და სერგეი ლავროვთან ერთად, კრიზისის მოგვარების პროცესში ჩართული სხვა ქვეყნების საგარეო უწყების ხელმძღვანელებიც დაესწრებიან.

მოლაპარაკებები მას შემდეგ დაიგეგმა, რაც რუსეთის ავიაციამ ალეპოზე მასშტაბური იერიშები განაახლა.

ამბოხებულების მიერ კონტროლირებად რაიონებში დაბომბვას, ბოლო 2 დღის განმავლობაში 70-მდე ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან.

დღის ამბები