07 ოქტომბერი 2024,   16:34
ვრცლად
ჰილარი კლინტონის კამპანიის ხელმძღვანელის ელექტრონული ფოსტა გატეხეს

FBI-მ ჰილარი კლინტონის კამპანიის ხელმძღვანელის ფოსტის გატეხვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ჯონ პოდესტას ჰაკერებმა ასობით წერილი მოპარეს, რომელიც ინტერნეტ პორტალმა Wikileaks-მა გაასაჯაროვა.

დემოკრატები კიბერ თავდასხმაში რუსეთს ადანაშაულებენ. თავად ჯონ პოდესტა კი აცხადებს, რომ შესაძლოა, რუსეთი კლინტონის ოპონენტებთან ერთად იყოს ჩართული შეთქმულებაში.

ამერიკელების ბრალდებებს უკვე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და მას სასაცილო უწოდა. თეთრი სახლი კი რუსი ჰაკერების ქმედებებზე საპასუხო ზომებს განიხილავს და ბარაკ ობამა უახლოეს მომავალში განცხადებას პირადად გააკეთებს.

 

 

დღის ამბები