07 ოქტომბერი 2024,   16:36
ვრცლად
50 წლის ჯენიტ ჯექსონი პირველ შვილს ელოდება

ჯენიტ ჯექსონი 50 წლის ასაკში პირველ შვილს ელოდება. ინფორმაცია მომღერალმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა.

ბოლო პერიოდში ის ლონდონში, საბავშვო მაღაზიაში რამდენჯერმე შენიშნეს, თავდაპირველად კი მედიაში ჯენიტ ჯექსონის ორსულობის შესახებ ცნობა აპრილში გავრცელდა, როდესაც ოჯახური მიზეზების გამო, მომღერალმა მსოფლიო ტურნე გადადო.

მაშინ ჯექსონმა თაყვანისმცემლებს უთხრა, რომ მის ცხოვრებაში მოულოდნელი ცვლილება მოხდა და ექიმებმა დასვენება ურჩიეს.

დღის ამბები