01 ოქტომბერი 2024,   15:30
ვრცლად
აღმაშენებლის ხეივანში მგზავრებით სავსე სამარშრუტო ტაქსი ბორდიურზე ავარდა

ცოტა ხნის წინ თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დიღომში, აღმაშენებლის ხეივანზე მოძრავი ყვითელი სამარშუტო ტაქსი ბორდიურზე ავარდა. სავარაუდოდ, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. 

მომხდარის დროს ყვითელ სამარშრუტო ტაქსში მგზავრები იმყოფებოდნენ, არსებული ინფორმაციით, არცერთი მათგანი არ დაშავებულა. 

მომხდარზე დაიწყო გამოძიება, ადგილზე მუშაობენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც. 

 

დღის ამბები