07 ოქტომბერი 2024,   16:34
ვრცლად
შეერთებული შტატების კუთვნილმა სამხედრო ხომალდმა იემენის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა

შეერთებული შტატების კუთვნილმა სამხედრო ხომალდმა იემენის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა. ინფორმაციას პენტაგონშიც ადასტურებენ. საპასუხო ცეცხლი საზღვაო გამანადგურებლმა მას შემდეგ გახსნა, რაც ჰუსიტების სამხედრო დაჯგუფების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ხომალდზე თავდასხმები განხორციელდა.

შეერთებული შტატების ძალოვანი უწყების განცხადებით, ვაშინგტონი მზადაა ნებისმიერი სახის თავდასხმაზე შესაბამისის რეაგირება მოახდინოს. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში იემენის ტერიტორიიდან საზღვაო გამანადგურებელზე იერიში ორჯერ მიიტანეს.

დღის ამბები