07 ოქტომბერი 2024,   16:34
ვრცლად
გერმანელი სამართალდამცველების მიერ ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული სირიელი საკანში გარდაცვლილი იპოვეს

გერმანელი სამართალდამცველების მიერ რამდენიმე დღის წინ ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული სირიელი მიგრანტი წინასწარი დაკავების საკანში გარდაცვლილი იპოვეს.

წინასწარი ინფორმაციით, ჯაბერ ალ-ბაკრმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამ დროისთვის უცნობია მომხდარის დეტალები.

ალ-ბაკრი, რომელიც ბერლინის აეროპორტზე თავდასხმას გეგმავდა, სამართალდამცველებმა ლაიპციგში აიყვანეს.

ჩხრეკისას მის სახლში დიდი ოდენობით თვითნაკეთი ასაფეთქებელი ნივთიერებები და შესაბამისი მოწყობილობა იპოვეს.

დღის ამბები