07 ოქტომბერი 2024,   16:31
ვრცლად
ისლამურ დაჯგუფებასთან კავშირის ბრალდებით რუსეთის სპეცდანიშნულების რაზმმა ყირიმში 5 ადამიანი დააკავა

რუსეთის სპეცდანიშნულების რაზმმა ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე 5 ადამიანი დააკავა. დაკავებულების უმრავლესობა ყირიმელი თათრები არიან.

წინასწარი ინფორმაციით, მათ ბრალს ისლამურ დაჯგუფებასთან კავშირში სდებენ.

ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ყირიმის ანექსიის შემდეგ, მსგავსი რეიდები ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.

მომხდარს გამოეხმაურნენ კიევში. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დაკავების ფაქტი ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევად შეაფასა და რუსეთს რეგიონში მცხოვრებ ყირიმელი თათრებისა და ეთნიკური უკრაინელების წინააღმდეგ რეპრესიების შეწყვეტისკენ მოუწოდა. 

დღის ამბები