07 ოქტომბერი 2024,   16:34
ვრცლად
ჟურნალმა "Forbes"-მა ყველაზე შემოსავლიანი გარდაცვლილი ვარსკვლავების სია გამოაქვეყნა

ჟურნალმა Forbes-მა ყველაზე შემოსავლიანი გარდაცვლილი ვარსკვლავების სია გამოაქვეყნა. უკვე მეოთხე წელია რეიტინგის სათავეში მაიკლ ჯექსონია.

მისმა შემოსავალმა ბოლო 12 თვის განმავლობაში 825 მილიონი დოლარი შეადგინა.

პოპის მეფის გარდა, სიის ხუთეულში მოხვდნენ პრინცი, ელვის პრესლი და დევიდ ბოუი.

პრინცის ალბომების გაყიდვების რიცხვი აპრილში მომღერლის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ, საგრძნობლად გაიზარდა და მოგებამ 25 მილიონს დოლარს გადააჭარბა, ორი მილიონით მეტი ერგო წელს ელვის პრესლის ოჯახს, დევიდ ბოუის შემოსავალმა კი 11 მილიონ დოლარს მიაღწია.

დღის ამბები