01 ოქტომბერი 2024,   15:23
ვრცლად
ლაითურის საჯარო სკოლის მძღოლი დირექციას დეპუტატსა და სოფლის გამგებელს ზეწოლაში ადანაშაულებს

ლაითურის საჯარო სკოლის, სასკოლო ავტობუსის მძღოლი ნოდარ სურმანიძე, სკოლის დირექციას, ადგილობრივ დეპუტატსა და სოფლის გამგებელს ზეწოლაში ადანაშაულებს.

სურმანიძე აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერის გამო მას ანაზღაურება გაუნახევრეს და სამსახურის დატოვებას აიძულებენ.

სკოლის დირექცია კი ნოდარ სურმანიძეს შანტაჟსა და მოვალეობის შეუსრულებლობაში სდებს ბრალს.

განცხადება გაკეთდა ნაციონალურ მოძრაობაშიც. პარტიის წარმომადგენელი ამბობს, რომ სკოლის მძღოლი სამსახურიდან ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერისთვის გაათავისუფლეს.

„პრობლემა შეექმნა მას შემდეგ რაც ის ჩაერთო კამპანიაში და ოფიციალურად დაგვიჭირა მხარი. მანამდე მას პრობლემა არ ჰქონია. შესაბამისად რას ამბობს მესამე მხარე, ეს არის სიცრუე და ტყუილი, სიმართლე არის ერთი, ბატონი ნოდარი სამსახურიდან გაათავისუფლეს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ის არის ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი,“-განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა დავით მჟავანაძემ.

დღის ამბები