07 ოქტომბერი 2024,   16:29
ვრცლად
დონალდ ტრამპს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

დონალდ ტრამპს კვლავ სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატს ახალი ბრალდება ოთხმა ქალმა წაუყენა, მათ შორის გამოცემა ფიფლ-ის ჟურნალისტმა. ისინი აცხადებენ, რომ მილიარდერმა ბიზნესმენმა სხვადასხვა დროს მათზე ძალადობა სცადა. ბრალდებას ტრამპის საარჩევნო შტაბში ცილისწამება უწოდეს და ნიუ -იორკ თაიმსს, სადაც ერთ-ერთი სტატია დაიბეჭდა, სასამართლოში ჩივილით დაემუქრნენ. მეორე სატელევიზიო დებატების შემდეგ ჩატარებულ სოციოლოგიურ გამოკითხვებში, დონალდ ტრამპს დემოკრატი ოპონენტი, ჰილარი კლინტონი 8 პროცენტიანი სხვაობით უსწრებს.

დღის ამბები