07 ოქტომბერი 2024,   16:36
ვრცლად
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს განიხილავს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს განიხილავს. ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ორშაბათს შეიკრიბებიან და იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი სირიის ქალაქ ალეპოს დაბომბვას არ შეწყვეტს, შეხვედრის დიდ ნაწილს სწორედ ახალი შეზღუდვების დაწესების საკითხის განხილვას დაუთმობენ.

საუბარია რუსეთისთვის ტექნოლოგიების მიწოდების აკრძალვაზე, შავი სიის გაფართოებასა და ნორდსტრიმის გაზსადენის პროექტის შეჩერებაზე.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სირიის ქალაქ ალეპოში დაბომბვების შედეგად 70-მდე ადამიანი დაიღუპა.

დღის ამბები