01 ოქტომბერი 2024,   15:25
ვრცლად
მარნეულში ჩატარებული სპეცოპერაცია - არასამთავრობოები შსს-სგან დამატებით განმარტებებს ითხოვენ

რატომ გახდა საჭირო მარნეულში სპეცოპერაციის ჩატარება? ამ საკითხზე დამატებით განმარტებებს ითხოვს სამოქალაქო სექტორის ნაწილი შინაგან საქმეთა სამინისტროსგან.

როგორც აცხადებენ, ძალოვანმა უწყებამ ასევ უნდა გამარტოს, რატომ დააკავეს 6 ადგილობრივი სპეცდანიშნულების რაზმის გამოყენებით. მათი თქმით, ხელისუფლება მსგავს ზომებს არ მიმართავს, როცა საკუთარი მხარდამჭერების დაკავებაა.

ასეთი ქმედებებით კი, არასამთავრობოების აზრით, მმართველი გუნდი შესაძლოა ცდილობს საკუთარი ძალის დემონსტირებას.

"ძალის და კუნთების დემონსტრირება შესაძლებელია, ბუნებრივია უკავშირდებოდეს გარკვეულწილად იმასაც, რომ ხელისუფლება, მმართველი ჯგუფი ცდილობს საკუთარი ძალა დაანახოს ოპოზიციის მხარდამჭერებს. შესაძლებელია ქონდეს ადგილი არათანასწორ დამოკიდებულებას ხელისუფლების მხრიდან,“ - აცხადებს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე. 

დღის ამბები