07 ოქტომბერი 2024,   16:32
ვრცლად
ალეპოში საჰაერო იერიშის შედეგად სულ მცირე 4 ბავშვი დაიღუპა

სულ მცირე 4 ბავშვი დაიღუპა ქალაქ ალეპოში საჰაერო იერიშის შედეგად. ინფორმაციას ამის შესახებ სირიაში მომუშავე სადამკვირვებლო ჯგუფი ავრცელებს. ჭურვები ქალაქის დასავლეთ ნაწილში, სკოლის სიახლოვეს აფეთქდა.

პარალელურად, ალეპოზე განხორციელებულ იერიშზე საუბრობს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი. გენერალ-ლეიტენანტ რუდსკოის განცხადებით, რუსეთის საჰაერო ძალებმა წერტილოვანი დარტყმები, მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლის თავიდან აცილების მიზნით, ქალაქის შემოგარენში განახორციელეს.

მისი თქმით, იერიშების სამიზნეს მხოლოდ ტერორისტული ორგანიზეციები წარმოადგენენ. 

დღის ამბები