07 ოქტომბერი 2024,   16:37
ვრცლად
ბაშარ ალ ასადი სირიაში ომს რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მიმდინარე კონფლიქტს უწოდებს

ბაშარ ალ ასადი სირიაში ომს რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მიმდინარე კონფლიქტს უწოდებს. რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში სირიის პრეზიდენტმა ერთგულ მოკავშირეებად რუსეთი, ირანი და ჰეზბოლა დაასახელა.

მისი თქმით სწორედ ისინი ებრძვიან ტერორისტებს, შეერთებული შტატები და მისი პარტნიორები კი პირიქით კონფლიქტში ტერორისტების მხარდაჭერის მიზნით ერევიან. ბაშარ ალ ასადმა ალეპოს აღების მნიშვნელობაზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ ქალაქის დაბრუნების შემთხვევაში სირიის არმიას საშუალება ექნება ტერორისტები თურქეთში გააბრუნოს.

დღის ამბები