07 ოქტომბერი 2024,   16:30
ვრცლად
სირიის კონფლიქტი - ობამა დღეს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას გამართავს

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ალეპოში ავიაიერიშებს 150 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლოს დაიბომბა სკოლის მიმდებარე ტერიტორია, სადაც 4 ბავშვი დაიღუპა. იერიში ამჯერად სირიის სამთავრობო ძალების მიერ კონტროლირებად რაიონზე განხორციელდა.

რუსეთის სამხედრო მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ ავიადარტყმები მხოლოდ ქალაქის გარეუბნებზე და დაუსახლებელ ტერიტორიებზე მიაქვთ. სამიზნე კი ტერორისტთა ობიექტებია.

დასავლეთი კი რუსეთს სამოქალაქო ობიექტების დაბომბვაში ადანაშაულებს და ამის გამო ახალი სანქციებით ემუქრება. ბარაკ ობამა დღეს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას გამართავს და სამხედრო ჩარევის გზებს განიხილავს.

დღის ამბები