07 ოქტომბერი 2024,   16:33
ვრცლად
საფრანგეთის "მემარჯვენე ცენტრისტების" პლატფორმა პრაიმერისთვის ემზადება

საფრანგეთის მემარჯვენე ცენტრისტების პლატფორმა პრაიმერისთვის ემზადება. შიდაპარტიული არჩევნები პრეზიდენტობის კანდიდატის გამოსავლენად, ნოემბერშია დაგეგმილი. ამ ნომინაციისთვის პარტიიდან 7 კანდიდატი იბრძვის, მათ შორის ყველაზე რეიტინგულ პოლიტიკოსებად ნიკოლა სარკოზი და ყოფილი პრემიერი, ალან ჟუპე მიიჩნევიან.

პრაიმერიმდე კანდიდატებმა პირველ სატელევიზიო დებატებში მიიღეს მონაწილეობა. 7 კანდიდატი მწვავე შეკითხვებს ორ საათს პასუხობდა.

მთავარი საკითხი ტერორიზმისა და მიგრანტების კრიზისის ფონზე, ქვეყნის უსაფრთხოება გახდა.

გამოკითხვის თანახმად, პირველი დებატები ალან ჟუპემ მოიგო, რომელსაც მაყურებლების 32-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი, ნიკოლა სარკოზის კი 27 პროცენტის მხარდაჭერა აქვს.

დღის ამბები