07 ოქტომბერი 2024,   16:32
ვრცლად
ჯოან როულინგი "ჰარი პოტერის" თაყვანისმცემლებს მორიგ სიურპრიზს პირდება

ჯოან როულინგი ჰარი პოტერის თაყვანისმცემლებს მორიგ სიურპრიზს პირდება. მისი წიგნის ფანტასტიკური ცხოველები და მათი ბინადრობის ადგილები-ს მიხედვით, ხუთ ახალ ფილმს გადაიღებენ.

პირველი სურათის პრემიერა, უკვე ნოემბერში გაიმართება. რეჟისორი კი დევიდ იეიტსია, რომელმაც ჰარი პოტერის 4 სურათი გადაიღო.

ამ ნაწარმოებში მოვლენები ჰარი პოტერის ისტორიის დაწყებამდე 65 წლით ადრე ვითარდება, მთავარი გმირი კი მაგი - ზოოლოგია, რომლის წიგნის მიხედვითაც ჰარი ჰოგვარდის სკოლაში ფანტასტიკურ არსებებს შეისწავლის.

ჯოან როულინგის განცხადებით, ეს ფილმი მისთვის სცენარისტის რანგში სადებიუტო ნამუშევარი გახდა და ის უკვე მეორე სურათის სცენარზეც მუშაობს.

დღის ამბები