01 ოქტომბერი 2024,   15:42
ვრცლად
90-ე საარჩევნო უბანთან მომხდარი მოვლენები - ჟურნალისტებმა ქუთაისში საპროტესტო აქცია გამართეს

საპროტესტო აქცია გამართეს ჟურნალისტებმა ქუთაისში. მედიის წარმომადგენლები ქალაქის ცენტრალურ პარკში მდუმარე აქციაზე შეიკრიბნენ. მათი პროტესტის მიზეზი 8 ოქტომბერს, არჩევნების ღამეს, ქუთაისში 90-ე საარჩევნო უბანთან მომხდარი მოვლენებია.

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების აქტივისტები ჟურნალისტებს თავს დაესხნენ. იყო დაპირისპირება სხვადასხვა პოლიტიკური ბანაკის წარმომადგენლებს შორისაც, რის შედეგადაც ძირითადად მედიის წარმომადგენლები დაშავდნენ.

მდუმარე საპროტესტო აქციაზე პრესის წარმომადგენლებმა დამნაშავეების დასჯა და მსგავსი მოვლენების აღკვეთა მოითხოვეს.

დღის ამბები