01 ოქტომბერი 2024,   15:30
ვრცლად
რუსთავის სასამართლოში სოფელ ყიზილაჯლოში დაკავებულთა სასამართლო პროცესი იწყება

სპეცოპერაციისას მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში დაკავებული ნაციონალური მოძრაობის ექვსი მხარდამჭერის სასამართლო უნდა დაიწყოს ამ წუთებში რუსთავის სასამართლოში. დაკავებულებს ბრალად ედებათ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს, 48-ე საარჩევნო უბანზე, საარჩევნო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევა.

დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და დუმილის უფლებით სარგებლობენ. ადვოკატის თქმით, 6 დაკავებულებიდან, სამი ნაცემია. მომხდარს ეხმაურებიან ნაციონალურ მოძრაობაში და სპეცოპერაციას მოსახლეობის დაშინების მცდელობას უწოდებენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი აცხადებს, რომ დაკავების ოპერაცია კანონთან სრული შესაბამისობით განხორციელდა.

“არცერთი ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი თავს არ ცნობს დამნაშავედ. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მათ მიმართ პროკურატურა ითხოვს აღმკვეთი ღონისძიების სახით, დაპატიმრების გამოყენებას, რაც ჩვენი აზრით, არის სრულიად შეუსაბამო კანონის მოთხოვნებთან. ჩვენ შევეცდებით სასამართლო დავარწმუნოთ, რომ მათ მიმართ არანაირი აღმკვეთი ღონისძიება არ იქნეს გამოყენებული, ვინაიდან, ჩვენი თვალთახედვით ადგილი აქვს მოსახლეობის დაშინების მცდელობას,“ - განცხადა ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა.

ასევე ადვოკატის დავით კაკოიშვილის თქმით, ისინი საჭიროების შემთხვევაში, სასამართლოს შესთავაზებენ ალტერნატიულ ღონისძიებას, გირაოს სახით. თუმცა მათ მიაჩნიათ, რომ ისინი ნებისმიერი აღმკვეთი ღონისძიების გარეშე უნდა დარჩნენ.

ავტორი: ქეთი ნადიბაიძე   

დღის ამბები