01 ოქტომბერი 2024,   15:25
ვრცლად
პატრიარქმა სვეტიცხოვლობა ქართველ ემიგრანტებს, აფხაზებს, ოსებს და რუსებს მიულოცა

დღეს დილიდან მცხეთაში სვეტიცხოვლობის დღესასწაული აღინიშნება. სვეტიცხოველში სადღესასწაულო წირვა გაიმართა, მცხეთაში კი სახალხო ზეიმია. წირვა ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა. პატრიარქმა ტაძარი რამდენიმე წუთის წინ დატოვა. 

„გილოცავთ ამ დიდებულ დღეს, განსაკუთრებით ვულოცავ უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს, ვულოცავ აფხაზებს, რომლებიც დროებით არიან მოწყვეტილები, მალე ღვთის წყალობით ერთად ვიქნებით, ვულოცავ ოსებს, რუსებს, ვულოცავ ამ დიდ დღესასწაულს პრემიერმინისტრს და მთავრობას. მინდა მივულოცო მშვიდობით ჩატარებული არჩევნები, ეს არის თქვენი დიდი დამსახურება ბატონო გიორგი,“ - განაცხადა კათოლიკოს პატრიარქმა.

მცხეთაში ამ დრომდე იმყოფებიან მთავრობის წევრებიც. სვეტიცხოვლობის დღესასწაული მოსახლეობას პრემიერმინისტრმაც მიულოცა.

ქალაქში კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებებია დაგეგმილი. დამონტაჟებულია სცენა, რომელზეც დღის განმავლობაში რამდენიმე კონცერტი გაიმართება. ქუჩებში გამოფენილია ხალხური რეწვის ნიმუშები და ხელნაკეთი ნივთები.

ავტორი: ირინა კეჭაყმაძე. 

დღის ამბები