07 ოქტომბერი 2024,   16:30
ვრცლად
პრაღა სინათლის ფესტივალს მასპინძლობს - ქალაქში ორიგინალური შოუ გაიმართა

პრაღა სინათლის ოთხდღიან ფესტივალს მასპინძლობს. ქალაქის ისტორიულ ნაწილში ორიგინალური შოუ გაიმართა. მთავარ მოედანზე მდებარე შენობებზე ლაზერით, სხვადასხვა ფერის და ფორმის ფიგურები გამოსახეს.

ორგანიზატორთა განცხადებით, მათ 20-ზე მეტი ინსტალაცია შექმნეს და 400 ათასამდე სტუმარს ელიან.

სინათლის ფესტივალი პრაღაში მეოთხედ ტარდება და 16 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ფესტივალის ფარგლებში, ახალი ტექნოლოგიების გამოფენაც მოეწყობა.

დღის ამბები