01 ოქტომბერი 2024,   15:26
ვრცლად
სოფელ მოხეში ე.წ. სადავო შენობაში მუსლიმებმა ლოცვა გამართეს

ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში ვითარება შესაძლოა ისევ დაიძაბოს - ადგილობრივმა მუსლიმებმა ლოცვა იმ შენობაში აღავლინეს, რომელიც წლების წინ სადავო იყო და რომელზეც მართლმადიდებლები ამტკიცებენ, რომ ქრისტიანული ტაძარია, მუსლიმები კი საპირისპირო პოზიციაზე არიან, მათი თქმით ეს მეჩეთია.

დაახლოებით, 2 წლის წინ სადავო შენობასთან დაკავშირებით სპეციალური კომისიაც შეიქმნა, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა თუ ვისი საკუთრება იყო ის, მუსლიმების თუ მართლმადიდებლების, შესაბამისად, მათ შორის გარკვეული შეთანხმებაც შედგა, რომ კომისიის გადაწყვეტილებამდე არც ერთი მხარე მას არ დაეპატრონებოდა. 

სამცხე-ჯავახეთის მუფთი სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ დღეს შეთანხმება იმიტომ დაირღვა, რომ შენობა, სადაც ისინი ლოცულობდნენ, გაიყიდა და მათ ე.წ. სადავო შენობაში ლოცვა მოუწიათ. მისივე თქმით, ე.წ. სადავო შენობა მუსლიმების საკუთრებაა და მას არ დათმობენ. 

დღეს შენობაში ლოცვის ჩატარებასთან დაკავშირებით ახალციხის და ტაო-კლარჯეთის ეპარქიამ პრესკონფერენცია გამართა. ისინი ცდილობენ, რომ სიმშვიდე შეინარჩუნონ, თუმცა ასევე აღნიშნავენ, რომ შენობის დათმობას არ შეეგუებიან.  

 

დღის ამბები