01 ოქტომბერი 2024,   15:35
ვრცლად
ორწლიანი ზავის შემდეგ სოფელ მოხეში ვითარება კვლავ დაიძაბა

სოფელ მოხეში სადავო შენობა პოლიციამ მას შემდეგ შემოსაზღვრა, რაც იქ მუსლიმი მოსახლეობის ნაწილი ორწლიანი პაუზის შემდეგ სალოცავად შევიდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ სამი დღეა მოხესა და მიმდებარე სოფლების მუსლიმი მოსახლეობა დაკეტილ შენობაში ლოცულობს.

ადგილობრივები მუსლიმებისგან იმ შეთანხმების პირობების დაცვას მოითხოვენ, რომელიც ორი წლის წინ მათ შორის შედგა. მათი თქმით, სადავო შენობაში არავინ უნდა შესულიყო, ვიდრე სპეციალური კომისია ნაგებობის ბედს არ გადაწყვეტდა. მიუხედავად იმისა, რომ კომისია ორი წელია ამ შენობის კუთვნილებას სწავლობს, პასუხი დღემდე არ არის. მუსლიმები ვარაუდობენ, რომ საკითხის შესწავლა ხელოვნურად ჭიანურდება, მათ კი სალოცავი ადგილი არ აქვთ.

ხელისუფლებას, სახალხო დამცველს, მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს რეაგირებისკენ დღეს ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიის წინამძღოლმა საგანგებო პრესკონფერენციაზე მოუწოდა. მდგომარეობის დაძაბვის თავიდან ასაცილებლად მიტროპოლიტი თეოდორე ხელისუფლებას დროულ რეაგირებას სთხოვს.

ავტორი: თეონა ცხომელიძე.

დღის ამბები