07 ოქტომბერი 2024,   16:29
ვრცლად
ისრაელმა იუნესკო-სთან თანამშრომლობა შეწყვიტა - პრემიერმა იუნესკო-ს "აბსურდის თეატრი" უწოდა

ისრაელმა იუნესკო-სთან თანამშრომლობა შეწყვიტა. მიზეზი რეზოლუციის პროექტი გახდა, რომელშიც, იერუსალიმის წმინდა ადგილები მხოლოდ მუსლიმური სახელებითაა მოხსენიებული. საუბარია წმინდა მთაზე, სადაც ებრაელთა გოდების კედელი და ალ აქსას მეჩეთი მდებარეობს.

ისრაელის პრემიერმინისტრმა იუნესკო-ს აბსურდის თეატრი უწოდა. პალესტინის ადმინისტრაციის განცხადებით, კი რეზოლუცია პირდაპირი გზავნილია ისრაელისთვის, რომ უნდა შეწყვიტოს ოკუპაცია და აღიაროს პალესტინის სახელმწიფოებრიობა.

დოკუმენტი საბოლოოდ იუნესკო-ს აღმასრულებელმა ორგანომ უნდა დაამტკიცოს. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა უკვე მოუწოდა მას, რეზოლუციის მხარდაჭერისგან თავი შეიკავოს.

დღის ამბები