07 ოქტომბერი 2024,   16:31
ვრცლად
დონალდ ტრამპს სექსუალურ ძალადობაში ორი ქალი ადანაშაულებს

ახალი ბრალდებები დონალდ ტრამპის მისამართით. შეერთებული შტატების პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატს სექსუალურ ძალადობაში კიდევ ორი ქალი ადანაშაულებს.

2007 და 90-იან წლებში მომხდარ ინციდენტებზე მათ სპეციალურ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

ბრალდებებს თავად მილიარდერი ბიზნესმენი კატეგორიულად უარყოფს.

ჩრდილოეთ კაროლინაში გამართული წინასაარჩევნო შეხვედრის დროს დონალდ ტრამპმა მათ ყალბი უწოდა და განაცხადა, რომ ბინძური კამპანიის მსხვერპლია. 

დღის ამბები