07 ოქტომბერი 2024,   16:32
ვრცლად
სირიის კრიზისთან დაკავშირებით მრავალმხრივი მოლაპარაკება შვეიცარიაში გაიმართება

დღეს შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში სირიის კრიზისთან დაკავშირებით მრავალმხრივი მოლაპარაკება გაიმართება. ქვეყანაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესანარჩუნებლად ერთმანეთს შეერთებული შტატების, რუსეთის, თურქეთისა და საუდის არაბეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელები შეხვდებიან.

ეს იქნება პირველი მოლაპარაკება ჯონ კერისა და სერგეი ლავროვს შორის მას შემდეგ, რაც ოფიციალურმა ვაშინგტონმა სირიის საკითხზე მოსკოვთან მოლაპარაკება გაწყვიტა. მიზეზი ალეპოში მასშტაბური ავიაიერიშების განახლება გახდა.

დაბომბვას ქალაქში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში 150-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 

 

დღის ამბები